პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი — №3144-XIმს-Xმპ, მიღებულია 2023 წლის 14 ივნისს, ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან.
სარჩევი
- 1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
- 2. მონაცემთა კატეგორიები
- 3. დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები (მუხლი 5)
- 4. მხარეთა როლები
- 5. მონაცემთა მიმღებები
- 6. მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში
- 7. შენახვის ვადები (მუხლი 4)
- 8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები (მუხლები 13–14)
- 9. გასაჩივრების უფლება
- 10. უსაფრთხოება და ინციდენტები
- 11. ქუქი-ფაილები
- 12. ასაკობრივი შეზღუდვა
- 13. ხელოვნური ინტელექტი და Google API
- 14. Google Drive
- 15. პოლიტიკის ცვლილება
1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
შპს გუდსვან (ს/კ 402318586), თბილისი, საქართველო, info@aisaqme.io. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საკონტაქტო პირი: დიმიტრი გუგავა ან საკონტაქტო ფორმა (/contact).
საკონტაქტო ფორმა2. მონაცემთა კატეგორიები
- ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ელფოსტა, კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა და საიდენტიფიკაციო კოდი; ანგარიშის პაროლი ინახება ჰეშირებული სახით; Google-ით შესვლისას — ანგარიშის სახელი, ელფოსტა და პროფილის სურათი;
- Google Drive-ის დაკავშირებისას: Google ანგარიშის ელფოსტა და დაშიფრული წვდომის (OAuth) ტოკენი;
- RS.ge-ს მომხმარებლის სახელი და პაროლი — დაშიფრული, მხოლოდ RS.ge-ზე ავტორიზაციისთვის; დროებითი წვდომის ტოკენი;
- კომპანიისა და კონტრაგენტის რეკვიზიტები, მისამართი და საბანკო ანგარიში;
- თანამშრომლების მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან შიდა კოდი, თანამდებობა, ანაზღაურება, დაწყების თარიღი და სამუშაო სტატუსი; RS.ge-ს რეესტრისთვის — მობილური და სამუშაოს ტიპი; უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის — მოქალაქეობა, სქესი და დაბადების თარიღი;
- ატვირთული და ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, სკანები, Google Drive / Google Sheets ასლები და AI ძიებისთვის შექმნილი ვექტორული ინდექსი;
- ბრუნვის მონაცემები; არჩეული ტარიფი, გადახდის სტატუსი და ქვითრები. გადახდა ხდება ბარათით საქართველოს ბანკის გვერდზე — ბარათის მონაცემები AIsaqme-ში არ შედის და არ ინახება;
- თანამშრომლის IBAN — ხელფასის ფაილის შესაქმნელად;
- საბანკო ამონაწერის ოპერაციები: თარიღი, თანხა, ვალუტა, დანიშნულება, კონტრაგენტი და მისი ანგარიში — ბრუნვისა და ზღვრების გამოსათვლელად. ამონაწერი მუშავდება თქვენს ბრაუზერში; ორიგინალი ფაილი ჩვენს სერვერებზე არ ინახება;
- ნაღდი ხარჯის საბუთები, თუ მომხმარებელი ატვირთავს;
- AI კონსულტაციების შეკითხვები, საჭირო კონტექსტი და პასუხები;
- საკონტაქტო ფორმის მონაცემები: სახელი, ელფოსტა, თემა და შეტყობინება; ბუღალტრის მოლოდინის სია: სახელი, ელფოსტა და კომპანიების რაოდენობა;
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპი, ავტორიზაციისა და სესიის მეტამონაცემები.
3. დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები (მუხლი 5)
- ხელშეკრულების შესრულება: ანგარიშის მართვა, დოკუმენტების დამუშავება და სტანდარტიზაცია, AI ფუნქციები, დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოება RS.ge-ზე მომხმარებლის დავალებით, გადასახადებისა და სხვა ვადების შეხსენებები;
- კანონით დაკისრებული ვალდებულება: ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა;
- ლეგიტიმური ინტერესი: პლატფორმის უსაფრთხოება, ლოგირება, ბოროტად გამოყენების პრევენცია, საკონტაქტო ფორმით მიღებულ შეტყობინებაზე პასუხი;
- თანხმობა: მხოლოდ იქ, სადაც სხვა საფუძველი არ არსებობს (მაგ. არააუცილებელი ქუქი-ფაილები, თუ მომავალში დაინერგება); თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
4. მხარეთა როლები
- რეგისტრირებული მომხმარებლების მონაცემებზე AIsaqme არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი;
- კლიენტი-კომპანიის მიერ ატვირთულ თანამშრომელთა მონაცემებსა და დოკუმენტებზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია კლიენტი-კომპანია, AIsaqme კი — დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (მომსახურების პირობების მე-7 სექცია);
- კლიენტი-კომპანია პასუხისმგებელია თანამშრომლების ინფორმირებასა და დამუშავების კანონიერ საფუძველზე და ეთანხმება მე-5 სექციაში ჩამოთვლილი ქვე-უფლებამოსილი პირების გამოყენებას.
5. მონაცემთა მიმღებები
Lovable Cloud — ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზა, კერძო ფაილები და ავტორიზაცია. მონაცემები: ანგარიშისა და კომპანიის შენახული მონაცემები. რეგიონი: პროექტის კონკრეტული რეგიონი ჯერ არ არის გადამოწმებული.
Lovable AI — AI დოკუმენტების შედგენა და სვეტების ამოცნობა. მონაცემები: შენიღბული ტექსტი, ნიშნულები და სვეტების შენიღბული ნიმუშები. რეგიონი: მიმღები მოდელის რეგიონი ჯერ არ არის გადამოწმებული.
n8n Cloud — AI მრჩევლის მოთხოვნის დამუშავება. მონაცემები: შენიღბული შეკითხვა, კომპანიის რიცხვები და კოდები. რეგიონი: ევროკავშირი; კონკრეტული განთავსება ჯერ არ არის გადამოწმებული.
Google Gemini API — თანხმობით ფოტოსა და სკანის წაკითხვა. მონაცემები: ორიგინალი ფოტო ან PDF; შენიღბვის გარეშე. რეგიონი: კონკრეტული დამუშავების რეგიონი ჯერ არ არის გადამოწმებული.
Google Drive — მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით დაკავშირებულ ანგარიშში ასლები. მონაცემები: თანამშრომლები, ხელფასი, ტაბელი, შვებულებები, დოკუმენტები და ფინანსები; IBAN-ის გარეშე. რეგიონი: მომხმარებლის Google ანგარიშის პირობების მიხედვით.
Lovable-ის ელფოსტის სერვისი — ანგარიშთან დაკავშირებული წერილები. მონაცემები: მფლობელის ელფოსტა და შეტყობინების ტექსტი. რეგიონი: კონკრეტული რეგიონი ჯერ არ არის გადამოწმებული.
საქართველოს ბანკი — კლიენტის მიერ დადასტურებული გადახდა და თანხის დაბრუნება. მონაცემები: შეკვეთის ნომერი, თანხა და ვალუტა; ბარათი მხოლოდ ბანკის გვერდზე. რეგიონი: საქართველო; ბანკის პირობების მიხედვით.
RS.ge — კლიენტის მიერ დადასტურებული დაქირავებულ პირთა რეესტრის მოქმედებები. მონაცემები: თანამშრომლის ოფიციალური რეგისტრაციის ველები. რეგიონი: საქართველო.
Telegram — მხოლოდ დაკავშირებისას ვადების შეტყობინებები. მონაცემები: ჩატის ნომერი და შეტყობინების ტექსტი. რეგიონი: კონკრეტული რეგიონი ჯერ არ არის გადამოწმებული.
პროვაიდერის პირობების ბმული ხელმოწერილ ხელშეკრულებას არ ადასტურებს. ბანკი და RS.ge დამოუკიდებელი მიმღებები არიან.
6. მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში
ზოგიერთი პროვაიდერი მონაცემებს ამუშავებს ევროკავშირში / ევროპის ეკონომიკურ სივრცესა და აშშ-ში. გადაცემა ხდება მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლით: ქვეყანაში, რომელიც ზედამხედველი ორგანოს შეფასებით მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს უზრუნველყოფს, ხოლო სხვა შემთხვევაში — კანონით გათვალისწინებული გარანტიებით (მაგ. პროვაიდერთან დადებული მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება / სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები; სადაც კანონი ამას მოითხოვს — ზედამხედველი ორგანოს ნებართვით ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობით).
7. შენახვის ვადები (მუხლი 4)
- ანგარიშისა და თანამშრომელთა მონაცემები — ანგარიშის მოქმედების პერიოდში;
- RS.ge-ს ავტორიზაციის მონაცემები და ტოკენები — კავშირის გათიშვამდე; გათიშვისას შენახული მონაცემები იშლება;
- დოკუმენტები, ხელმოწერილი ასლები და სკანები — ანგარიშის მოქმედების პერიოდში;
- საბანკო ოპერაციები — მომხმარებლის მიერ „ყველა საბანკო მონაცემის წაშლამდე“ ან ანგარიშის მოქმედების პერიოდში; თანამშრომლის IBAN — პროფილიდან წაშლამდე ან ანგარიშის მოქმედების პერიოდში. „ყველა საბანკო მონაცემის წაშლა“ თანამშრომელთა პროფილებში შენახულ IBAN-ებს არ შლის;
- წაშლილი თანამშრომელი და დოკუმენტი 30 დღე ინახება აღდგენისთვის, შემდეგ საბოლოოდ იშლება. მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები ინახება დაახლოებით 14 დღე;
- ანგარიშის წაშლის მოთხოვნისას — ანგარიშის, თანამშრომელთა და კომპანიის სხვა პირადი მონაცემები და ფაილები იშლება 7 კალენდარული დღის შემდეგ; წაშლის დაწყებამდე მოთხოვნის გაუქმება შეგიძლიათ. მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლებიდან მონაცემები ქრება დაახლოებით 14-დღიანი შენახვის ვადის გასვლისას; ფაილების საცავი ამ ასლებში არ შედის;
- გადახდების, ინვოისების, პირობების თანხმობისა და წაშლის მინიმალური ჩანაწერები — კანონით შენახვისა და შესაძლო დავისთვის;
- ტექნიკური და უსაფრთხოების ლოგები, საკონტაქტო ფორმის შეტყობინებები — არაუმეტეს 12 თვისა.
წაშლა ავტომატურად სრულდება. შეფერხებისას ცდა მომდევნო დღეს მეორდება. ადმინისტრატორს წაშლის შეჩერება შეუძლია დასაბუთებული მიზეზით. მოთხოვნისა და შესრულების შესახებ მფლობელს ელფოსტით ეცნობება. Google Drive-ში არსებული ასლები მომხმარებელს რჩება.
8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები (მუხლები 13–14)
- ინფორმაციის მიღება; მონაცემების გაცნობა და ასლის მიღება; გასწორება, განახლება და შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; დაბლოკვა; მონაცემთა გადატანა; თანხმობის გამოხმობა; უფლება, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას;
- მომართვა: info@aisaqme.io ან საკონტაქტო ფორმა (/contact); შესაძლოა მოგთხოვოთ ვინაობის დადასტურება;
- პასუხის ვადა — მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; განსაკუთრებულ შემთხვევაში ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომთხოვნს ეცნობება;
- თუ მოთხოვნა ეხება კლიენტი-კომპანიის თანამშრომლის მონაცემებს, AIsaqme მას დაუყოვნებლივ გადაუგზავნის შესაბამის კომპანიას (დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს) და დაეხმარება პასუხის მომზადებაში.
საკონტაქტო ფორმა9. გასაჩივრების უფლება
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (sao.ge), რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან ახორციელებს გაუქმებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებს, ან სასამართლოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური10. უსაფრთხოება და ინციდენტები
- დაშიფვრა გადაცემისას (TLS) და შენახვისას (AES-256, ინფრასტრუქტურის პროვაიდერის მხრიდან); ბაზაში კომპანიების მონაცემები ერთმანეთისგან იზოლირებულია წვდომის წესებით (RLS); როლებზე დაფუძნებული წვდომა; საიდუმლო გასაღებები და OAuth ტოკენები ხელმისაწვდომია მხოლოდ სერვერული ნაწილისთვის.
- ანგარიშის მონაცემებზე AIsaqme არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თვითონ ატყობინებს, სადაც კანონი ამას მოითხოვს. თანამშრომლების მონაცემებზე AIsaqme კლიენტ-კომპანიას ატყობინებს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა; სამსახურს ატყობინებს კლიენტი-კომპანია. მაღალი რისკის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტებს ეცნობებათ კანონით დადგენილი წესით.
11. ქუქი-ფაილები
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებსა და ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებას (ავტორიზაციის სესია, ინტერფეისის პარამეტრები). ანალიტიკურ და სარეკლამო ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ; დანერგვის შემთხვევაში — მხოლოდ წინასწარი თანხმობით.
12. ასაკობრივი შეზღუდვა
სერვისი განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
13. ხელოვნური ინტელექტი და Google API
- AI კონსულტაციისას გადაეცემა შეკითხვა და საჭირო კონტექსტი. AI მრჩეველი პასუხისთვის იყენებს კომპანიის ციფრებს: შემოსავალს, ხარჯს, ხელფასის ჯამებს, ვადებს და დოკუმენტების სიას. თანამშრომლების სახელები, პირადი ნომრები და საკონტაქტო მონაცემები AI სერვისს არ ეგზავნება — მათ ნაცვლად გამოიყენება კოდები. სკანირებული დოკუმენტი AI სერვისს ეგზავნება მხოლოდ თქვენი თანხმობით. AI დოკუმენტებში პერსონალური მონაცემები სერვერზე ნიშნულებით იცვლება და პასუხის ნიშნულები მოწმდება; დოკუმენტში ორიგინალი მონაცემები პასუხის მიღების შემდეგ აღდგება. თანამშრომლების Excel ფაილი AIsaqme-ში იკითხება; გარე სვეტების ამოცნობას ეგზავნება მხოლოდ სათაურები და შენიღბული ნიმუშები. ფოტო ან სკანი თანხმობით Gemini-ს იგზავნება როგორც არის;
- სისტემა არ იღებს მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სამართლებრივი შედეგი აქვს — შედეგს ამოწმებს და იყენებს მომხმარებელი;
- AI პროვაიდერების მონაცემთა გამოყენების პირობები დამოკიდებულია შესაბამის API-სა და მომსახურების შეთანხმებაზე; ყველა გარე პროვაიდერისთვის მოდელის სწავლების გამორიცხვა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის;
- Google API-ებით მიღებული მონაცემები არ გამოიყენება ზოგადი AI მოდელების შესაქმნელად, გასაწვრთნელად ან გასაუმჯობესებლად;
- Google API Limited Use:
„AIsaqme-ს მიერ Google API-ებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება და ნებისმიერი სხვა აპლიკაციისთვის გადაცემა შეესაბამება Google API Services User Data Policy-ს, მათ შორის Limited Use მოთხოვნებს.“
"AIsaqme's use and transfer to any other app of information received from Google APIs will adhere to the Google API Services User Data Policy, including the Limited Use requirements."
Google API Services User Data Policy14. Google Drive
Google Drive-ს ნებაყოფლობით აკავშირებთ. AIsaqme-ს წვდომა აქვს მხოლოდ მის მიერ შექმნილ ფაილებზე; სხვა ფაილებს ვერ ხედავს. თანამშრომლების, ხელფასის, ტაბელის, შვებულებების, დოკუმენტების, დეკლარაციების და ფინანსების ასლები თქვენს Drive-ში ინახება. IBAN Google-ში არ გადადის. ასლები მხოლოდ AIsaqme-დან ახლდება; Google Drive-ში შეტანილი ცვლილება AIsaqme-ში არ გადმოდის. კავშირი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გათიშოთ — ფაილები Drive-ში რჩება. Google API-ებიდან მიღებული მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა და რეკლამისთვის ან AI მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება.
AIsaqme's use and transfer of information received from Google APIs to any other app will adhere to Google API Services User Data Policy, including the Limited Use requirements.
15. პოლიტიკის ცვლილება
არსებითი ცვლილებისას რეგისტრირებულ მომხმარებლებს წინასწარ ვაცნობებთ ელფოსტით.
განახლდა: 10.11.2026